ბიბლიოთეკის მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა

ბიბლიოთეკის მომხმარებელთა კვლევა ჩატარდა 2018 წელს სასწავლო წლის ბოლოს.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით კმაყოფილების კვლევა მოიცავდა რამდენიმე შეკითხვას ფიზიკური და ელექტრონული ბიბლიოთეკების შესახებ.

რესპონდენტთა უმრავლესობა სრულიად ეთანხმება (52.6%) და ეთანხმება (26.3%) მოსაზრებას, რომ მათ გააჩნიათ წვდომა უნივერსიტეტში არსებულ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ყველა სასწავლო რესურსზე. რესპონდენტთა მხოლოდ 2.3% (7 საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი) არ ეთანხმება აღნიშნულ მოსაზრებას. ამასთან, რესპონდენტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ GIPA-ს ელექტრონული ბიბლიოთეკის მოხმარება კომფორტული და მარტივია. აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება და სრულიად ეთანხმება შესაბამისად 29.2% და 51.9%, რაც საკამოდ მაღალი და პოზიტიური მაჩვენებელია და გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 81%-ს შეადგენს.

განსხვავებული მდგომარეობაა GIPA-ს ფიზიკურ ბიბლიოთეკასთან მიმართებით. რესპონდენტთა სრული რაოდენობის აზრი ძირითადად ორად იყოფა.

ფიზიკური ბიბლიოთეკის ყველა რესურსის ხელმისაწვდომობის შესახებ მოსაზრებას სრულიად ეთანხმება და ეთანხმება გამოკითხულთა 53.9%, ხოლო სრულიად არ ეთანხმება ან არ ეთანხმება მათი 39.2%. რაც შეეხება ფიზიკური ბიბლიოთეკის კომფორტულობასა და მისი მოხმარების სიმარტივესთან დაკავშირებულ მოსაზრებას, რესპონდენტთა მხოლოდ 54.2% ეთანხმება მას.

GIPA-ს ბიბლიოთეკის კეთილმოწყობას ჯამში პოზიტიურად აფასებს გამოკითხულთა 45.7%, მათი უმრავლესობა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები არიან. მათი აზრი ასევე თანხვედრაშია ბიბლიოთეკაში კომპიუტერებსა და ინტერნეტთან წვდომასთან დაკავშირებით - გამოკითხულთა 56.5% სრულიად ეთანხმება ან ეთანხმება ამ მოსაზრებას; რესპონდენტთა საერთო რაოდენობის 56.2% მიიჩნევს, რომ GIPA-ს ბიბლიოთეკაში მშვიდი სამუშაო გარემოა, ხოლო 17.2% სრულიად არ ეთანხმება აღნიშნულ მოსაზრებას.

ზოგადად აღსანიშნავია, რომ სადოქტორო პროგრამის სტუდენტები პასიურად იყვნენ კვლევაში ჩართულები და მათი პასუხები ძირითადად იყო ნეიტრალური (3), არც ეთანხმებოდნენ და არც უარყოფდნენ კვლევაში მოცემულ მოსაზრებებს. აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა იყოს ის რომ მათ მიერ გაცილებით აქტიურად ხდება ელექტრონული ბაზების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ სამეცნიერო სტატიებს, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მათ მიერ უნივერსიტეტში გატარებული დროის სიმცირე. თუ ცალკე აღებული შევადარებთ დოქტორანტების მიერ ელექტრონული და ფიზიკური ბიბლიოთეკების წვდომას, შეინიშნება მაღალი კორელაცია (0.69), რაც აღნიშნავს რომ ორივე რესურსის გამოყენებასთან წვდომა თანაბარ კორელაციაშია.

სრული ანგარიში შეგიძლიათ ნახოთ აქ

Library customers satisfaction survey

The research about University’s library satisfaction (in 2018) included some questions about physical and electronic library. The majority of the respondents (52.6%) strongly agrees and agrees (26.3%) the statement, that they have an access to the University’s electronic library’s all learning resources. Only 2.3% (7 bachelor’s program student) disagrees with this statement. In addition, the majority of the respondents think that GIPA’s electronic library is comfortable and easy to use. 29.2% and 51.9% with the relevant sequence agrees and strongly agrees to mentioned statement, which is quite high and positive indicator and amounts 81% of full quantity.

There are slightly different results towards GIPA’s physical library. The total number of respondents views are basically divided, 53.9% of the respondents strongly agrees to the statement that they have an access to all the resources of the physical library. Only 54.2% agrees with the statement, that the physical library is comfortable and easy to use.

The majority of bachelor and master students (45.7%) think that GIPA’s library is in good order. Their opinion also coincides with the statement that in the library, they have an access to computers and internet – 56.5% of interviewed students strongly agrees or agrees with this statement. From total number of respondents, 56.2% believe that in GIPA’s library there is a quite environment, while 17.2% strongly disagrees with this opinion.

Generally, it is noteworthy that PhD students were passively involved in the research and mostly, they did not state clear position (3), meaning they did not agree and did not disagree with the statements. The reason behind this might be that they use electronic library more actively, which contain scientific articles and also, we should also take into consideration that they spend less time in the University. If we take a separate study of the electronic and physical libraries by PhD students, there is high correlation (0.69) that indicates that access to both resources is in equal correlation.

Full report can be found here
Log in to your account:

Don't have an account? Register here.


გამოკითხვა:
რომელი გამოცემის გამოწერას ისურვებდით უნივერსიტეტის მიერ?


E-magazine Subscription Poll:

ყველა უფლება დაცულია © 2018 GIPA.GE
All rights reserved © 2018 GIPA.GE