რა არის პლაგიატი და როგორ ავიცილოთ თავიდან?
პლაგიატის მნიშვნელობა
პლაგიატი წარმოადგენს სხვის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის ან მისი ნაწილის, როგორც საკუთარის წარმოდგენა და გამოყენება, ავტორის შესაბამისი მითითებისა და საჭიროების შემთხვევაში, ნებართვის გარეშე.
პლაგიატის მაგალითები
- აბზაცების, წინადადების ან წინადადებების ნაწილების სიტყვასიტყვით გადაწერა, ციტირების და წყაროს მითითების გარეშე;
- აბზაცების ან წინადადებების პერიფრაზირება წყაროს მითითების გარეშე;
- სხვა ადამიანის აზრის, ნამუშევრის, მონაცემების ან კვლევის გამოყენება წყაროს მითითების გარეშე;
- ვებგვერდიდან ტექსტის ან ცხრილის დაკოპირება წყაროს მითითების გარეშე;
- სხვა ადამიანის მიერ ზეპირად გამოთქმული აზრის გამოყენება წყაროს მითითების გარეშე;
- სხვა ადამიანის მიერ მომზადებული ნაშრომის გამოყენება წყაროს მითითების გარეშე.
აქედან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სახელმძღვანელოს სრული ვერსია, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან პლაგიატი.
Plagiarism and how to avoid it
Plagiarism is presenting someone else’s work or ideas as your own, with or without their consent, by incorporating it into your work without full acknowledgement. All published and unpublished material, whether in manuscript, printed or electronic form, is covered under this definition. Plagiarism may be intentional or reckless, or unintentional. Under the regulations for examinations, intentional or reckless plagiarism is a disciplinary offence. Many students, particularly those at the beginning of their courses, are unclear about how to use the work of others in a way that does not constitute plagiarism. This resource has been written to give guidance on how to avoid plagiarism and at the same time produce work of better quality.
You can download detailed guide How to avoid plagiarism from here