1.1. როგორ  ვისარგებლოთ  ბიბლიოთეკით

GIPA-ს სტუდენტს სასწავლო პროგრამის კოორდინატორის მიერ გადაეცემა ბიბლიოთეკის ვებ რესურსებზე წვდომისათვის აუცილებელი მონაცემები (სამომხმარებლო სახელი და პაროლი), რომელსაც სტუდენტები გამოიყენებენ როგორც LMB ბაზაში (სტუდენტების მართვის სისტემა), ასევე ბიბლიოთეკის ელექტრონულ სისტემაში მუშაობისთვის. ბიბლიოთეკის ვებ-პორტალის გამოყენების პრაქტიკაში ჩვენება ხდება სასწავლო წლის დასაწყისში საორიენტაციო შეხვედრის დროს.

ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 19:00-მდე, ხოლო შაბათს 11:00-დან 15:00-მდე.

1.2. ბიბლიოთეკის მდებარეობა და სამკითხველო დარბაზები

GIPA-ს ყველა კამპუსში არსებობს ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი სივრცე, სადაც განთავსებულია შესაბამისი დარგობრივი ლიტერატურა. ყველა კამპუსი მდებარეობს თბილისში და მათი მისამართებია: იეთიმ გურჯის 7ბ, გორგასალის 101, ბროსეს 1 და ბროსეს 2. სტუდენტს უფლება აქვს ისარგებლოს როგორც ცალკეულ, ასევე ყველა კამპუსში დაცული წიგნადი ფონდითა თუ სხვა სამკითხველო რესურსით.

1.3. წიგნადი ფონდი და სხვა რესურსი

ბიბლიოთეკაში დაცულია რამდენიმე ტიპის სამკითხველო რესურსი:

  • ფიზიკური რესურსი
    • წიგნები
    • პერიოდიკა
    • ლექსიკონები
    • რიდერები (სალექციო კურსები)
  • ციფრული წიგნები

ყველა ტიპის რესურსის ძიება შესაძლებელია როგორც მითითებულ მისამართებზე, ასევე ნებისმიერი ადგილიდან ინტერნეტში ჩართული მოწყობილობის მეშვეობით.

1.4. წიგნებით სარგებლობა

ბიბლიოთეკაში დაცული რესურსების მოძებნა/გამოყენება/დაჯავშნა ხდება ბიბლიოთეკის ვებ-გვერდის საშუალებით, რომელიც მდებარეობს მისამართზე www.library.gipa.ge .

სასურველი წიგნის მოსაძებნად სტუდენტი უნდა შევიდეს ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე საკუთარი სამომხმარებლო სახელითა და პაროლით, საძიებო ველში მიუთითოს სასურველი თემატიკა ან წიგნის სათაური (მთლიანად ან ნაწილობრივ), ან ავტორი.

ძიების შედეგად სტუდენტი დაინახავს ბიბლიოთეკაში არსებულ რესურსებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მის მიერ განსაზღვრულ ძიების კრიტერიუმებს.

ფიზიკური რესურსის შემთხვევაში, თითოეული რესურსის გასწვრივ მითითებული იქნება წიგნის შესაბამისი ატრიბუტიკა და ასევე ადგილმდებარეობა თაროზე.

გარდა ამისა შესაძლებელია წიგნს გააჩნდეს ელექტრონული ვერსია, რომლის ლინკიც ხელმისაწვდომობის შემთხვევაში ასევე გამოჩნდება წიგნის სათაურის ქვემოთ.

ციფრული რესურსის შემთხვევაში თაროს ნომერი აღარ იქნება მითითებული და გამოჩნდება ის მისამართი, რომელზედაც რესურსის ნახვა/ჩამოტვირთვაა შესაძლებელი.

მოძებნილი ფიზიკური რესურსის მისაღებად სტუდენტმა უნდა დაჯავშნოს სასურველი რესურსი დაჯავშნის ბმულზე დაჭერით ან პირადად მიმართოს ბიბლიოთეკარს შესაბამის მისამართზე. დაჯავშნის შემდეგ, წიგნის გასატანად სტუდენტი მიმართავს კონკრეტული ბიბლიოთეკის წარმომადგენელს.

ბიბლიოთეკაში დაცული ფიზიკური რესურსებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ადგილზე გამოყენების ასევე ბიბლიოთეკიდან გატანის მეშვეობით. ფიზიკური ფორმატის გატანა შესაძლებელი მოხდეს შემდეგი ვადებით:

ფიზიკური რესურსი

გატანის ვადა

მხატვრული ლიტერატურა

2 თვე

სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკაში არსებული ეგზემპლიარი აღემატება 1-ს)

1 სემესტრი;

 

რიდერი

1 სემესტრი;

 

სხვა კატეგორიის წიგნი

14-30 დღე.

 

სტუდენტს შეუძლია ერთდროულად გაიტანოს მაქსიმუს 15  წიგნი და ვალდებულია დათქმულ ვადაში დააბრუნოს  მის დროებით სარგებლობაში გადაცემული ნივთი/ები.

ციფრული რესურსის შემთხვევაში დაჯავშნა საჭირო არ არის, სტუდენტს შეუძლია ამ რესურსის გამოყენება.

ბიბლიოთეკაში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ქსელში ჩართული კომპიუტერით, საბეჭდი და ასლგადამღები მოწყობილობით, მოახდინონ ასლების გადაღება, სკანირება და  ამობეჭდვა.

სტუდენტის განკარგულებაშია ბიბლიოთეკებში შექმნილი სამკითხველო სივრცეები, სადაც მას შეუძლია მყუდრო გარემოში გაეცნოს მისთვის სასურველ ლიტერატურას.

1.5. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დარღვევა

ბიბლიოთეკით სარგებლობის დარღვევაში იგულისხმება წიგნის მოხმარების წესის დარღვევა. წიგნის დაბრუმების ვადების გადაცილების შემთხვევაში, თითო გადაცდენილ დღეზე სტუდენტს დაერიცხება საურავი შემდეგი ფორმულით: გატანილი წიგნი რაოდენობა გამრავლებული გადაცდენილ დღეების რაოდენობაზე და გამრავლებული ერთ ლარზე.

სტუდენტები ვალდებულია მოუფრთხილდეს წიგნს  და არ დააზიანოს იგი. დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში იგი ვალდებულია  ბიბლიოთეკას აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, ან იგივე წიგნის ახალი ეგზემპლარის ჩანაცვლებით ან წიგნის საბაზრო ღირებულების 5-მაგი ოდენობის დაფარვის გზით.

1.1. How to use a library?

Educational program coordinator provides username and password for each student to access library web resources. The same password is used for LMB electronic journal as well as for library electronic system. Students get familiar to library web portal rules and instructions at the beginning of the academic year during orientation meeting.

Library working hours: Monday-Friday_11:00 19:00; Saturday_11:00 15:00

1.2. Library location and reading halls

GIPA has space for library in all buildings, where field specific literature is stored, relevant to schools and programs.

School of law and Politics: Brosset st N1

School of Journalism: Brosset st N2

School of Government, PhD program, Department of Rural development and Vocational Education: Ietim Gurji st N7 b

School of Social Science: Gorgasali st N101

GIPA student is eligible to use any book fund in any building and other reading resources.

1.3.Book fund and other resources

Several types of reading resources are stored in the library:

  • Physical resources:
    • books
    • periodicals
    • readers
    • dictionaries
  • Digital books

All kinds of resources are available at the given addresses on campus or by the internet off campus, from all locations.

1.4. How to use and how to access books?

To search/book/use the resources that are stored in the library is possible with library webpage www.library.gipa.ge .

To find the wanted book, a student has to be authorized with username and password and enter desired topic or a book title (full or partial) or an author in the search bar. When search is completed, in response to given search criteria, the student is able to see existed resources in the library.

In case of physical resources, along with each resource is indicated the book descriptors and location on the shelf.

Besides, if a book has a digital version, in this case accessible link is given under the book title.

For digital resources shelf number is not indicated, and web address will be shown, where it is possible to download or see the resource.

To receive selected physical resources, a student has to book desired resources with click on the booking link or personally address a librarian on the given addresses, after booking a book, student addresses representative of a library for check out.

To use physical resources, stored in the library is possible on place. or by checking out with the following periods.

Physical resource

Check out period

Fiction

2 months

Textbook (If stored copy is more than one)

1 semester;

 

Reader

1 semester;

 

Books of other categories

14-30 days.

 

A student may borrow up to 15 books and is obliged to bring them back in given period

In case of using digital resources, booking is not necessary. A student can use this resource without booking.

Students are able to use computers with internet copying machine and printer in the library space, they can copy, scan and print all desired materials.

University libraries provide reading hall, where students are able to sit and work with desired material in the cozy atmosphere.

1.5. Violation of Library Rules

Violation of Library rules means violation of fair use of books. In case of returning a book after the due date, fine is charged per day with the following formula: the number of books checked out is multiplied to the number of days overdue and is multiplied to one GEL. A student is obliged to care for a book and not to damage it. In case of losing or damaging a book, a student has to compensate for damage to the library, to replace the book with the same edition, or pay compensation, the market price of book multiplied to five./p>

Log in to your account:

Don't have an account? Register here.


გამოკითხვა:
რომელი გამოცემის გამოწერას ისურვებდით უნივერსიტეტის მიერ?


E-magazine Subscription Poll:

ყველა უფლება დაცულია © 2018 GIPA.GE
All rights reserved © 2018 GIPA.GE