GIPA საბიბლიოთეკო სტრატეგია
უნივერსიტეტის სამომავლო ხედვა ლიტერატურის წვდომის საკითხში ეფუძნება ინფორმაციის თავისუფალი, შეუზღუდავი და სწრაფი გავრცელების პრინციპს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მყისიერი და მოქნილი წვდომა საბიბლიოთეკო რესურსებთან არის ყველა ბიბლიოთეკის სამომავლო მიზანი.
მომხმარებელს უნდა შეეძლოს თავისუფლად გამოიყენოს როგორც ფიზიკური რესურსი, ასევე მისი ანალოგი გაციფრებული მასალა.
ამ კუთხით უნივერსიტეტის პირველი მცდელობა იყო ქინდლის ტექნოლოგიის გამოყენება და სტუდენტებისთვის საკითხავი მასალების ePub და mobi ფორმატში შეთავაზება (2012 წელი). თუმცა, არასრულყოფილი ტექნოლოგიის პირობებში ეს პროექტი გადაიდო.
მომდევნო პერიოდში უნივესიტეტის ძალისხმევით დაიწყო ლექტორების მიერ სტუდენტებისადმი მიწოდებული საკითხავი მასალის გაციფრება, რომლის შედეგად სწავლების მართვის ბაზაში დღეისათვის თავმოყრილია 2000-ზე მეტი ციფრული რესურსი (პროცესი დაიწყო 2012 წელს და გრძელდება დღემდე).
2018 წელს დასრულდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესურსების კატალოგიზაცია, რომლის მიზანი იყო არსებული საბიბლიოთეკო სტანდარტის მიხედვით უნივერსიტეტში არსებული ფიზიკური და ელექტრონული ლიტერატურის აღწერა და კლასიფიცირება.
კატალოგიზაციის პროექტს სათავეში ჩაუდგა საქართველოში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შექნილი პირველი ციფრული პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი. უნივერსიტეტის პერსონალმა გაიარა შესაბამისი ტრენინგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიის ბიბლიოთეკაში.
დღეისათვის უნივერსიტეტის წინაშე დგას ორი ძირითადი ამოცანა.
პირველი ეს არის საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება, მათ შორის:
- სრულტექსტოვანი ძიების შესაძლებლობის შეთავაზება მომხმარებლებისათვის, რაც გულისხმობს დასკანერებული მასალის ტექსტურ ფორმატში გადაყვანას და ისეთი სერვერის გამართვას, სადაც ძიება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ საკვანძო სიტყვებით, არამედ ტესტში არსებული ნებისმიერი სიტყვით.
- ტექსტური მასალის გვერდით აუდიოწიგნების საბიბლიოთეკო რესურსის შექმნა.
- სამეცნიერო ჟურნალების მონაცემთა ბაზებთან წვდომის გაფართოება
- ლიტერატურის შერჩევაში აკადემიური და მოწვეული პერსონალის, სტუდენტების ჩართულობის გაზრდა
მეორე მიმართულება გულისხმობს სამეცნიერო მუშაობაში დახმარების გაწევას, რომელიც გამოხატება:
- დახმარების გაწევა სამეცნიერო ლიტერატურის შერჩევაში
- პლაგიატის თავიდან არიდებაში
- აკადემიური პატიოსნების ხარიხის გაზრდაში
- ციტირების ინდექსების დადგენაში
ამ მიზნების მისაღწევად ბიბლიოთეკა გეგმავს რეიტინგული დარგობრივი ჟურნალებისა და გაზეთების გამოწერას და გადაწყვეტილებას მიიღებს აკადემიურ/მოწვეულ პერსონალსა და სტუდენტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის სფუძველზე.
ასევე ჩაშვებულია პლაგიატის პრევენციისა და აღმოჩენის პროგრამა, რომელიც ანტიპლაგიარიზმის კონსორციუმის ფარგლებში შემავალი 13 უნივერსიტეტის საერთო ძალისხმევით მოწოდებულია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სამეცნიერო კვლევების დონე.
პერიოდულად დაიგეგმება და ჩატარდება ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავენ გაზარდონ საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენება, ანტიპლაგიატისა და აკადემიური პატიოსნებისადმი დამოკიდებულების ხარისხი, სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებისადმი მიძღვნილი ტრენინგები.